ფეხბურთი

16:13 | 3.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე მარტში "ლიონის" საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

„ლიონში“ მარტის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე გახდა, რომელმაც გამოკითხვაში ყველას აჯობა.

ტრადიციულად, ფრანგილ კლუბის საიტზე ტარდება გამოკითხვა, რომელიც ყოველ თვეში ავლენს საუკეთესო ფეხბურთელს. მარტში ეს ჯილდო გიორგიმ მიიღო. მან ხმების 59% დააგროვა და დამაჯერებლად აჯობა კონკურენტებს: რაიან შერკის (22%), ლუკას პერის (12%) და მალიკ ფოფანას (7%).

გიორგი მიქაუტაძე მეორედ გახდა „ლიონში“ თვის MVP. პირველად იგივე დეკემბერში შეძლო. რაც შეეხება მარტს, კონკრეტულად ფრანგული კლუბის რიგებში ის ამ თვეში 4 გოლით და ამდენივე საგოლე პასით გამოირჩა.

გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 38 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 8-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. კონკრეტულად ტურნირებზე გიორგის სტატისტიკა ასე ნაწილდება: ლიგა 1-ში 27 მატჩი, 8 გოლი და 4 საგოლე პასი, საფრანგეთის თასზე 2 მატჩი, 2 გოლი და ევროპა ლიგაზე 9 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.165036