ფეხბურთი

20:10 | 3.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

კევინ დე ბრუინი შესაძლოა საუდის არაბეთში გადავიდეს

„მანჩესტერ სიტის“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დიდი ალბათობით, კევინ დე ბრუინი დატოვებს.

ბელგიელი ნახევარმცველით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, მათ შორის, „რივერ პლეიტი“, „გალათასარაი“, „ფენერბაჰჩე“ და „სან დიეგო“, თუმცა, ასევე, საუდის არაბეთის მეორე დივიზიონის გუნდი „ნეომი“, რომელიც კევინს ძალიან სარფიან წინადადებას სთავაზობს და ფეხბურთელიც წინააღმდეგი არაა, კარიერა ბელგიაში გააგრძელოს.

მიმდინარე სეზონში დე ბრუინი „მანჩესტერ სიტის“ შეუცვლელი ფიგურა აღარაა, მან პრემიერლიგაში ჩატარებულ 20 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.056339