ფეხბურთი

22:59 | 3.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურში

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ის 27-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ფანების მიერ შედგენილ 11-ეულში ადგილი ქართველი შემტევისთვისაც გამოინახა, რომელმაც გასულ ტურში „სენტ ეტიენს“ (6:1) გოლი გაუტანა.

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ჩატარებულ 15 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, სამჯერ საგოლე პასი გააკეთა და ერთხელ პენალტი მოიპოვა.

0.095596