34 წლის ფრანგი ფეხბურთელი ნგოლო კანტე შესაძლოა თურქეთში გადაბარგდეს და კარიერა "ბეშიქთაშში" გააგრძელოს, ამის შესახებ ინფორმაციას MailSport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კანტეს საუდის არაბეთის დატოვება და ევროპაში დაბრუნება სურს. მათივე თქმით, ფეხბურთელსა და "ბეშიქთაშის" მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერს შორის გამართული, პირველი შეხვედრა პოზიტიურად დასრულდა, ეს ყველაფერი კი, თურქული კლუბის ხელმძღვანელობას აიმედებს და ფიქრობენ, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ფრანგი ფეხბურთელის გადაბირებას შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ ნგოლო კანტე "ალ-იტიჰადის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. კანტეს სატრანსფერო ღირებულება ტრანსფერმარკეტის მიხედვით 10 მილიონი ევროა.