საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში „დინამო თბილისმა“ სტუმრად „გაგრა“ დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.
ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველივე ტაიმში გადაწყვიტა, როცა ნიკა ნინუამ და ლეო ასუნსეუმ ორჯერ დალაშქრეს მეტოქეს კარი. შეხვედრის მიწურულს თბილისელებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარეს ვახტანგ სალიასა და თეიმურაზ ოდიკაძის გოლებით.
„დინამო თბილისს“ 6 ტურში 11 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს „იბერიასთან“ გამართავს, ხოლო „გაგრას“ აქტივში ჯერ მხოლოდ 4 ქულაა და „გარეჯთან“ შეხვედრა ელოდება.