ფეხბურთი

23:08 | 5.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მდე „ასტონ ვილამ“ პრემიერლიგაში „ნოტინგემ ფორესტი“ დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურის მატჩი „ასტონ ვილასა“ და „ნოტინემ ფორესტს“ შორის დასრულდა. 2:1 ბირმინგემელებმა გაიმარჯვეს.

მე-13 წუთზე „ასტონ ვილას“ გარემარბმა მორგან როჯერსმა გახსნა ანგარიში. მე-15-ზე ფორვარდმა დონიელ მალენმა მასპინძლების უპირატესობა გააორმაგა. 57-ე წუთზე კი „ნოტინგემის“ თავდამსხმელმა ჟოტა სილვამ ერთი ბურთი გაქვითა.

„ნოტინგემ ფორესტი“ ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 31 მატჩიდან 57 ქულით მესამე ადგილზე დარჩა.

„ასტონ ვილამ“ სეზონში ქულების ჯამი 51-მდე გაზარდა. გუნდი მეექვსე ადგილზეა. უახლოესი მატჩი კი უნაი ემერის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფილში უწევს: 9 აპრილს ბირმინგემელები პარიზში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს ესტუმრებიან. თამაში თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.18106
სარეკლამო ადგილი - 99
X x X