ბირმინგემის „ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ „ნოტინგემ ფორესტთან“ გამარჯვების (2:1) შემდეგ ისაუბრა.
როგორც ესპანელმა თქვა, „ვილა პარკზე“ ძალიან ძლიერები არიან და ნებისმიერის დამარცხება შეუძლიათ.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან აქ, „ვილა პარკზე“ თავს ძალიან ძლიერად ვგრძნობთ. ჩვენ ჩვენს ენერგიას გადავცემთ ფანებს და ისინი თავიანთ ენერგიას გადმოგვცემენ. გულშემატკივრები კმაყოფილი არიან ჩვენი პასუხით მოედანზე, როგორც ეს „ნოტინგემთან“ გავაკეთეთ, რომელიც ფანტასტიკურ სეზონს ატარებს.
ვეცდებით, ასე გავაგრძელოთ თამაში იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც წინ გვაქვს: მომავალ ოთხშაბათს, შემდეგ ისევ პრემიერლიგაში, ასოციაციის თასის ნახევარფინალში... ვცდილობთ, ემოციები გავაღვიძოთ და ის ჩვენს ფანებს გავუზიაროთ“, - თქვა ემერიმ.
შეგახსენებთ, რომ „ასტონ ვილა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 9 აპრილს, პსჟ-ს ესტუმრება, ხოლო 15 აპრილს უმასპინძლებს. ემერის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია, ბოლო 7 მატჩი მოიგო. ბირმინგემული კლუბი საკუთარ მოედანზე 17 მატჩია დაუმარცხებელია.