მადრიდის „რეალი“ მიმდინარე სეზონში პენალტებს ვერ იყენებს, რაზეც სტატისტიკა ნათლად მეტყველებს.
„ვალენსიასთან“ ვინისიუსის პენალტი, რომელიც გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია, მორიგი წარუმატებლობა იყო. ყველა ტურნირზე კარლო ანჩელოტის გუნდმა სულ 17 პენალტი დაარტყა, საიდანაც ზუსტი მხოლოდ 12 აღმოჩნდა.
იმ კლასის გათვალისწინებით, რომელიც „რეალის“ ფეხბურთელებს აქვთ, 5 გაცუდებული პენალტი მართლაც, რომ ბევრია.
მაგალითად, ვინისიუსმა ბოლო ორი პენალტი ვერ გაიტანა, „ვალენსიამდე“ ჩემპიონთა ლიგაზე, „ატლეტიკოსთან“ ბურთი სულაც კარს ააცილა.
ისიც არ არის ცნობილი, ვინ არის „სამეფო კლუბის“ მთავარი პენალტისტი, ხსენებული 17 პენალტი სამ ფეხბურთელზე ნაწილდება: კილიან მბაპე 9, ვინისიუსი 6 და ჯუდ ბელინგემი - 2. აღსანიშნავია, რომ არცერთს არ აქვს 100%-იანი სიზუსტის მაჩვენებელი - მინიმუმ თითო პენალტი სამივემ გააცუდეს.