„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „ლილთან“ მატჩის (2:1) შემდეგ ევროპა ლიგაზე გააკეთა კომენტარი.
ქართველ ფორვარდს სჯერა, რომ „ლიონს“ შეუძლია ამ ტურნირზე წარმატების მიღწევა, მიუხედავად იმისა, რომ მეოთხედფინალში „მანჩესტერ იუნაიტედის“ სახით რთული მეტოქე ჰყავს.
„რა თქმა უნდა, შეგვიძლია ევროპა ლიგაზე ბოლომდე მისვლა, აქამდე ევროტურნირებზე შესანიშნავი გზა გავიარეთ. უფრო მეტი შრომა მოგვიწევს იმისთვის, რომ ბოლომდე მივიდეთ“, - თქვა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ „მანჩესტერს“ 10 აპრილს უმასპინძლებს და 17 აპრილს „ოლდ ტრაფორდზე“ ესტუმრება. გიორგი მიქაუტაძეს, რომელსაც ყველა ტურნირზე 39 მატჩში 14 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს აქტივში, კონკრეტულად ევროპა ლიგაზე 9 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.