კალათბურთი

12:34 | 7.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიმდინარე სეზონში მეორედ, გიორგი შერმადინი 26-ე ტურის საუკეთესო კალათბურთელი გახდა (+VIDEO)

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველმა ცენტრმა ეს ტიტული მიმდინარე სეზონში მეორედ, ხოლო კარიერაში 24-ედ მოიგო.

ესპანეთის ლიგა ენდესას 26-ე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ გიორგი ბეჟანიშვილის „გრანადა“ 95:87 დაამარცხა.

გიორგი შერმადინმა 31 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 8 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 34-ს გაუტოლდა და მატჩის MVP გახდა.

„ტენერიფე“ 21 მოგებით და 5 წაგებით მეორე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 13 აპრილს, „რეალს“ უმასპინძლებს. „გრანადა“ 6 მოგებით და 20 წაგებით ბოლოსწინა, მე-17 საფეხურზეა, მომდევნო მატჩს კი, 13 აპრილს, „ბარსელონასთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092113