ფეხბურთი

0:52 | 8.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" "ინტერის" ფეხის დაცდენით ვერ ისარგებლა: სხვაობა უცვლელი დარჩა

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში „ნაპოლის“ შეეძლო „ინტერთან“ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეემცირებინა, რადგან „ნერაძურიმ“ ამ ტურში ქულები დაკარგა.

თუმცა, ვერც ანტონიო კონტეს გუნდმა მოიგო და სტატუსკვო უცვლელი დარჩა - ისევ 3 ქულა.

„ნაპოლის“ რთული საგარეო თამაში ჰქონდა „ბოლონიასთან“, სადაც მე-18 წუთზე ფრანკ-ანდრე ზამბო ანგისას დიდებული გოლით დაწინაურდა. ზოგადად, პირველ ტაიმში „აძურიმ“ კარგად ითამაშა და უპირატესობის გაზრდაც შეეძლო, თუმცა ვერ მოახერხა.

სამაგიეროდ, მეორე ტაიმში „ბოლონია“ ბევრად უკეთესი იყო და 64-ე წუთზე დენ ნდოიემ ქუსლით საოცარი გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა - 1:1. ასე რომ, „ინტერის“ ფრეს „ნაპოლიმ“ ფრით უპასუხა.

„ნაპოლის“ 65 ქულით მეორე ადგილი უკავია, ისევ 3 ქულით ჩამორჩება „ინტერს“, ხოლო მომდევნო ტურში 14 აპრილს, „ემპოლის“ უმასპინძლებს. „ბოლონია“ 57 ქულით მეოთხე ადგილზეა და „ატალანტას“ ესტუმრება, რომელსაც მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095968