ფეხბურთი

14:20 | 8.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ სალაჰთან და ვან დეიკთან კონტრაქტებს მალე გაახანგრძლივებს

„ლივერპული“ ოპტიმისტურად არის განწყობილი ფორვარდ მოჰამედ სალაჰსა და მცველ ვირჯილ ვან დეიკთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, იუწყება The Athletic.

მიმდინარე ხელშეკრულებები ზაფხულში იწურება, თავიდან თითქოს მათი კლუბიდან წასვლაზე საუბრობდნენ, მაგრამ ამჟამად კონტრაქტების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს.

32 წლის სალაჰმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 31 მატჩში 27 ბურთი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა. ის არის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტი.

33 წლის ვან დეიკმა ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ლივერპულთან“ ერთად სალაჰი და ვან დეიკი გახდნენ ინგლისის ჩემპიონები, ინგლისის თასის და სუპერთასის გამარჯვებულები, ჩემპიონთა ლიგის, უეფას სუპერთასის და მსოფლიო საკლუბო თასის გამარჯვებულები.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.078922