ფეხბურთი

17:00 | 8.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნუნუ მენდეში: "პსჟ-ში ყველა ერთი მიმართულებით მივდივართ, სწორ გზაზე ვართ"

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა ნუნუ მენდეშმა უეფას ტელევიზიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც ფრანგულ კლუბზე და მთავარ მწვრთნელზე, ლუის ენრიკეზე ისაუბრა.

„ლუის ენრიკე დიდი მწვრთნელია. ის ყოველდღიურად გვეხმარება, ესმის მოთამაშეების, რადგან არც ისე დიდი ხნის წინ თვითონაც ფეხბურთელი იყო. მას აქვს ფეხბურთელებთან ლაპარაკის ნიჭი, აუხსნა რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, რა არ უნდა გავაკეთოთ. ის მკაცრია ამ სიტყვის სწორი გაგებით და ეს კარგია, რადგან გვჭირდება, რომ გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეული ვიყოთ. მას შეუძლია ფეხბურთელებს დაეხმაროს გაუმჯობესებაში და პოულობს მცირე დეტალებს, რაც თამაშის დროს განსხვავებას ქმნის.

პსჟ-ში უბრალოდ სურთ, რომ თავისი ფეხბურთელები დიდ ფეხბურთელებად აქციონ, რომლებიც მზად არიან უმაღლეს დონეზე სათამაშოდ. ეს არის კლუბის პროექტი და ვფიქრობ, კლუბი ამ მიმართულებით ძალიან კარგად მუშაობს. ძალიან ბედნიერები ვართ, ახალგაზრდა გუნდი ვართ დიდი ამბიციებით, ყველა ერთი მიმართულებით მივდივართ და სწორ გზაზე ვართ დიდი მიზნების მისაღწევად“, - თქვა მენდეშმა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.161736