„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „დორტმუნდთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, მეოთხედფინალში მნიშვნელობა არ აქვს ვისთან ითამაშებ, მთავარია აქ ყოფნა, აქ არ გაჩერება და წინსვლა. რთული თამაში იქნება, „დორტმუნდი“ სტაბილური მეტოქეა, მათ შეტევაში ძლიერი მხარეები აქვთ. მეტოქის შეტევა უნდა გავაკონტროლოთ, მაგრამ პრესინგზეც ყურადღებით უნდა ვიყოთ.
ვეცადეთ სანაკრებო პაუზის შემდეგ რაფინიასთვის ენერგიის აღდგენის საშუალება მიგვეცა. რასაც ვარჯიშზე ვხედავ, იგივეა, რაც ადრე: ის ძალიან აქტიური, დინამიურია. აჩვენებს, რომ ხვალინდელი მატჩისთვის მზადაა.
შეგვიძლია ვიოცნებოთ, მაგრამ ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა ფეხებით მიწაზე უნდა შევინარჩუნოთ. ბევრი ვიშრომეთ და დასასრული ეს არ უნდა იყოს. ყველაფერი უნდა გავიღოთ, რომ უფრო შორს წავიდეთ. გვინდა ისევ არ წავაგოთ, მაგრამ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ“, - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „დორტმუნდის“ მატჩი 9 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.