ფეხბურთი

10:42 | 9.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" მწვრთნელმა კომენტარი გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმაზე გააკეთა

ინგლისის ჩემპიონშიფის 41-ე ტურში "უოტფორდმა" საკუთარ მოედანზე "ჰალ სიტის" უმასპინძლა და მნიმალური სხვაობით 1:0 იმარჯვა.

შეხვედრის შემდეგ, "უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძის თრავმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და დაადასტურა, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის სეზონი დასრულებულია.

"სამწუხაროდ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი ჩაკვეტაძისთვის სეზონი დასრულებულია. ჩატარებული გამოკვლევებით, მას ტერფის მოტეხილობა დაუდგინდა. მას გასულ კვირას ბრისტოლის წინააღმდეგ თამაში სურდა, თუმცა ამავე დროს ტკივილებს გრძნობდა. მისი ტრავმა გადატვირთულობამ გამოიწვია, მან როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში ბევრი მატჩები ჩაატარა. ჩვენ ახლა მისთვის უნდა შევადგინოთ პროგრამა, რათა სარეაბილიტაციო პროცესი კარგად წარიმართოს." - განაცხადა ქლევერლიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძეს 37 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, ერთი საგოლე პასი მას ინგლისის ლიგის თასზეც აქვს, „მანჩესტერ სიტისთან“.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091167