ფეხბურთი

11:40 | 9.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "მძიმე მარცხი იყო, ამას არ ველოდით"

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში "არსენალმა" მადრიდის "რეალი" საკუთარ მოედანზე დამაჯერებლად 3:0 (ვიდეო) დაამარცხეს და შემდეგ ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

შეხვედრის შემდეგ "რეალის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან საუბრისას მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ მძიმე მარცხი იყო, რასაც არ ელოდნენ.

"მძიმე მარცხი იყო, ამას არ ველოდით. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვგრძნობ. უნდა ითქვას, რომ პირველ ტაიმში გუნდი კარგად გამოიყურებოდა და გეგმას მივყვებოდით, მაგრამ ორმა გაშვებულმა გოლმა აგვრია, ბოლო ნახევარი საათი კატასტროფა იყო. გაშვებულ გოლებზე რეაქცია დაგვაკლდა, რაც მიმდინარე სეზონში ბევრჯერ დაგვემართა. ინდივიდუალუად თამაშს ვცდილობდით და თამაშზე კონტროლი დავკარგეთ, ეს ყველაფერი კი, არსენალმა კარგად გამოიყენა.

ნახევარფინალში გასვლა რთულად წარმოსადგენია, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა ვცადოთ ამის გასაკეთებლად. უნდა დავიჯეროთ და ვეცადოთ, რომ საპასუხო მატჩში რაღაც ჯადოსნური შეიძლება მოხდეს. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგალითად, დეკლან რაისმა, რომელსაც კარიერაში ჯარიმა არ ჰქონდა გატანილი, დღეს ორი საჯარიმო დარტყმა გაიტანა", - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის „არსენალი“ მადრიდის „რეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე ერთადერთხელ, 19 წლის წინ გადაეყარა და მისი ბარიერი დაძლია (ორი მატჩის ჯამში 1:0). "რეალისა" და "არსენალის" განმეორებითი მატჩი მადრიდში 16 აპრილს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096672