ფეხბურთი

12:17 | 9.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

დეკლან რაისი: "თავიდან ჩაწოდებას ვფიქრობდი, თუმცა შემდეგ კედელი და მეკარის პოზიცია დავინახე"

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში "არსენალმა" მადრიდის "რეალი" საკუთარ მოედანზე დამაჯერებლად 3:0 (ვიდეო) დაამარცხეს და შემდეგ ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

შეხვედრის გმირი "არსენალის" მხრიდან დეკლან რაისი გახდა, რომელმაც ორი ერთმანეთზე ლამაზი ჯარიმები გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა, ინგლისელი პირველი ფეხბურთელია ვისაც პლეი-ოფის სტადიაზე ჯარიმიდან ორი გოლი აქვს გატანილი.

დეკლან რაისი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ინგლისელმა მიღებული ჯილდოს შემდეგ ინტერვიუ მისცა:

ჟურნალისტი - "339 თამაშში ეს იყო შენი პირველი გოლი საჯარიმო დარტყმიდან, აქამდე სად იყავი?"

დეკლანი - "გასახდელში (იცინის), ძალიან ბევრჯერ მიცდია და ყოველთვის კარს ვაცილებდი. პირველი ჯარიმის დროს, ჩაწოდებას ვფიქრობდი, თუმცა შემდეგ დავინახე კედელი და მეკარის პოზიცია. ამიტომ გადავწყვიტე, გამერისკა და კედლისთვის შემომეტარებინა და ამან გაამართლა, მეორე გოლის შემთხვევაში კი, უბრალოდ თავდაჯერებული ვიყავი. დღევანდელი დღე ალბათ, საუკეთესოა ჩემს კარიერაში. ორი ჯარიმა რეალის კარში და საკუთარ მოედანზე, მეტს ვერ ინატრებ."

შეგახსენებთ, რომ ლონდონის „არსენალი“ მადრიდის „რეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე ერთადერთხელ, 19 წლის წინ გადაეყარა და მისი ბარიერი დაძლია (ორი მატჩის ჯამში 1:0). "რეალისა" და "არსენალის" განმეორებითი მატჩი მადრიდში 16 აპრილს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095265