ფეხბურთი

13:15 | 9.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

იქნება თუ არა კვარაცხელია "ასტონ ვილასთან" ძირითად შემადგენლობაში?

დღეს ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას "ასტონ ვილასთან" საკუთარ მოედანზე გამართავს.

ცნობილმა სტატისტიკის საიტებმა Sofascore-მა და Whoscored-მა პარიზელთა სავარაუდო შემადგენლობები დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ ორივე ვებგვერდი ხვიჩას ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებენ.

პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა:

მეკარე - დონარუმა

მცველები - ჰაკიმი, ბერალდო, პაჩო, მენდეში.

ნახევარმცველები - ნევეში, ვიტინია, რუისი.

თავდამსხმელები - დემბელე, ბარკოლა, კვარაცხელია.



პსჟ-ს და "ასტონ ვილას" დაპირისპირება დღეს 23:00 საათზე დაიწყება, მათი განმეორებითი მატჩი კი, ინგლისში 15 აპრილს არის ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.179219