საქართველოს ნაკრებისა და „უოტფორდის“ შემტევი ნახევარმცველისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია. ინფორმაცია ინგლისის კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ დაადასტურა.
"ჩაკვეს სურდა შაბათს, "ბრისტოლ სიტის" წინააღმდე ეთამაშა, მაგრამ, ამავე დროს გრძნობდა ტკივილს, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში ხშირად აწუხებდა. გიორგი მიმდინარე სეზონში გადატვირთულია როგორც კლუბში, ასევე ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობით. გამოკვლევების შემდეგ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სტრესული მოტეხილობაა. ვცდილობთ დავგეგმოთ და ვუზრუნველყოთ მისთვის საუკეთესო სარეაბილიტაციო პროგრამა”, - განაცხადა მწვრთნელმა.
25 წლის ნახევარმცველის ფეხის თითის დაზიანება აღენიშნება. ჩაკვეტაძე "ბრისტოლთან" მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 60-ე წუთზე გამოჩნდა თუმცა, ეს სეზონის ბოლო თამაში გამოდგა.
ჩაკვეს მიმდინარე სეზონში ჩემპიონშიპის 38 შეხვედრაში 2 გოლი და 6 საგოლე პასი დაუგროვდა.