სხვა

14:27 | 9.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ დვალიშვილი: "ო'მალის გამო ვწუხვარ, მისი ქამარი, ქურთუკი და გულშემატკივრები მოვიპარე"

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალთან გასამართ ბრძოლასთან დაკავშირებით არიელ ჰელვანთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ქართველმა 'მანქანამ" მათი პირველი ბრძოლა გაიხსენა და განაცხადა, რომ ო'მალის გამო წუხს, რადგან მისი ქამარი, ქურთუკი და გულშემატკივრები მოიპარა.

"ვფიქრობ შონ ო'მალიმ რეამატჩი დაიმსახურა და დარწმუნებული ვარ ახლა უფრო მომზადებული იქნება. ყველა თვლის, რომ მარტივი ბრძოლა იქნება ჩემთვის, რასაც არ ვეთანხმები. მას აქვს ძალა და უნარი ნოკაუტის, ეს ჩვენს პირველ ბრძოლაშიც ნათლად გამოჩნდა. როდესაც ის შემეხო ეს მაშინვე ვიგრძენი. ო'მალიმ ჩემთან წაგება ბევრ რამეს დააბრალა, მაგრამ ახლა ვიცი, რომ ორმაგად მოემზადება და ტაქტიკასაც შეცვლის."

"შონი სასაცილო და პოზიტიური ბიჭია და დადებითად ვარ განწყობილი. მის გამო ძალიან ვწუხვარ, რადგან ქურთუკი, საჩემპიონო ქამარი და გულშემატკივრები მოვპარე, შემდეგ კი, თავმდაბალი გავხადე და ახლა ის სულ სხვა ადამიანია." -განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი 2024 წლის 14 სექტემბერს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა.

მერაბისა და ო'მალის რემატჩი 7 ივნისს არის ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098608