ფეხბურთი

15:25 | 9.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

მომდევნო სეზონში ინგლისს ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდი ეყოლება, ბრძოლა მეორე ადგილისთვისაა

ინგლისის პრემიერლიგას ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში 5 გუნდი წარმომადგენელი ეყოლება.

ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგიდან ჩემპიონთა ლიგის საგზურს არა მხოლოდ ოთხეულის წევრები, არამედ მეხუთე ადგილოსანიც მიიღებს. ეს უკვე გადაწყვეტილია, რადგან უეფას რეიტინგში ინგლისის პრემიერლიგას საკმარისი ქულები აქვს.

მიმდინარე სეზონის უეფას რეიტინგი

1. ინგლისი, პრემიერლიგა - 24.535 ქულა

2. ესპანეთი, ლა ლიგა – 21.678

3. იტალია, სერია A – 20.187

იმისთვის, რომ უეფასგან დამატებითი ერთი გუნდის ბონუსი მიიღო, საუკეთესო ორ პოზიციაზე გასვლაა საჭირო. პრემიერლიგამ ეს უკვე გაინაღდა, ახლა მეორე ადგილის ბედია გასარკვევი, რისთვისაც ესპანეთის და იტალიის ჩემპიონატები იბრძვიან. ესპანეთს აქვს უპირატესობა, თუმცა, „რეალის“ მარცხისა და „ინტერის“ გამარჯვების შემდეგ იტალიამ ჩამორჩენა შეამცირა და შანსიც გაუჩნდა.

მოგეხსენებათ, ლიგები ქულებს ევროთასებზე, ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე თავიანთი გუნდების შედეგების მიხედვით იღებენ.

უეფამ ბონუს ადგილის სისტემა შარშან დანერგა. გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 5-5 გუნდის გაყვანა პრემიერლიგამ და სერია A-მ შეძლეს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096866