ფეხბურთი

23:45 | 9.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი და ვან დეიკი "ლივერპულთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებენ

„ლივერპულის“ ფეხბურთელები ვირჯილ ვან დეიკი და მოჰამედ სალაჰი ახალი კონტრაქტს გააფორმებენ.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ორივე ფეხბურთელთან შეთანხმებასთან კლუბი ახლოსაა და სულ მალე ინფორმაცია ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.

სალაჰი „ლივერპულთან“ კონტრაქტს 2027 წლამდე განაახლებს, ხოლო ვან დეიკი ასევე 2027 წლამდე, მაგრამ კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით.

ვირჯილ ვან დეიკი და სალაჰი „ლივერპულს“ 2017 წელს შეუერთდნენ, ოღონდ ნიდერლანდელი იანვარში, ეგვიპტელი კი, ზაფხულში. მას შემდეგ ვან დეიკმა 313 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა, ხოლო სალაჰმა 394 თამაშში 243 გოლი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096397