ფეხბურთი

11:23 | 10.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

რიო ფერდინანდმა ხვიჩა კვარაცხელია კრის უოდლს შეადარა

ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, ამჟამად კი საფეხბურთო მიმომხილველმა, რიო ფერდინანდმა, პსჟ-ს გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში „ასტონ ვილასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში (3:1) 90-იანი წლების ინგლისელი გარემარბის კრის უოდლის თამაშს შეადარა. უოდლი ცნობილი გახლდათ თავისი თავბრუდამხვევი დრიბლინგებით ინგლისის ნაკრებში, „ნიუკასლში.“ „ტოტენჰემსა“ და ჩემპიონთა ლიგის მომგებ „მარსელში.“

„კვარაცხელიამ დისასი დიდებულად მოატყუა და შესანიშნავი გოლი გაიტანა. ის არის გარდასახული კრის უოდლი.

დისასი კი ცენტრალური მცველივით იქცეოდა მარჯვნივ, თითქოს თავის ადგილზე არ თამაშობდა.“ - ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს TNT Sports.

„ასტონ ვილას“ ყოფილმა მცველმა ალან ჰატონმა კი თქვა, რომ დისასიმ შეცდომა დაუშვა, მაგრამ კვარაცხელიამ შესანიშნავი გოლი გაიტანა.

„ვფიქრობ ის (დისასი) ცოტა სწორხაზოვნად თამაშობდა. მაგრამ „კვარაცხელიას გადამკიდე“ ასეთი ეპიზოდის ფინალი გარდაუვალი იყო.“ - ამბობს ჰატონი.

0.166076