საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა 2025 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის B ჯგუფში ასპარეზობისთვის მზადება დაიწყო.
შეკრება თბილისში, ახლადაშენებულ საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე მიმდინარეობს. ჩვენი გუნდი როგორც ადგილობრივ ჩემპიონატში მოასპარეზე მოთამშეებით, ასევე ლეგიონერებითაც დაკომპლექტდა.
ტურნირი 27 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში გაიმართება. გამარჯვებული ნაკრები მეორე დივიზიონის A ჯგუფში დაწინაურდება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ისლანდია, ფავორიტად მიჩნეული ახალი ზელანდია, ბულგარეთი, ტაიპეი და ტაილანდი არიან.
გასულ წელს ჩატარებულ ტუნირზე ჩვენმა ქვეყანამ მეორე ადგილი დაიკავა, წელს კი დივიზიონში დაწინაურებას ეცდება.
2025 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის B ჯგუფის მატჩების განრიგი
27 აპრილი. 08:30. საქართველო - ისლანდია
28 აპრილი. 12:00. საქართველო - ახალი ზელანდია
30 აპრილი. 08:30. საქართველო - ბულგარეთი
2 მაისი. 05:00. საქართველო - ჩინეთი ტაიპეი
3 მაისი. 05:00. საქართველო - ტაილანდი
მთლიანობაში ჩვენი ნაკრების ურთიერთშეხვედრები მომავალ მეტოქეებთან
საქართველო - ისლანდია 3 თამაში. 2 მოგება. 1 მარცხი
საქართველო - ახალი ზელანდია 2 თამაში. 2 მარცხი
საქართველო - ბულგარეთი 6 თამაში. 3 მოგება. 3 მარცხი
საქართველო - ჩინეთის ტაიპეი 2 თამაში. 2 მოგება
საქართველო - ტაილანდი 1 თამაში. 1 მოგება