„მანჩესტერ სიტი“ ახალი მარჯვენა მცველის შეძენას აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტმა და ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა.
წყაროს ცნობით, „ქალაქელთა“ ახალი სპორტული დირექტორი უგო ვიანა ზაფხულში სატრანსფერო ფანჯრისას სწორედ ამ ვარიანტზე იმუშავებს. ამ დროისთვის პოტენციური ახალწვეულების ვინაობა არ სახელდება.
„მანჩესტერ სიტის“ 31 მატჩიდან 52 ქულა აქვს და პრემიერლიგის 2024/25 წლების სეზონში მეხუთე ადგილზეა. ამ დროისთვის ხოსეპ გვარდიოლას განკარგულებაში მხოლოდ ერთი პროფილური მარჯვენა მცველი ჰყავს, ამ როლს აკადემიის კურსდამთავრებული რიკო ლუისი ასრულებს. 20 წლის ინგლისელმა მიმდინარე სეზონში 39 მატჩში ერთი ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.