UFC-ის სუპერმსუბუქ დივიზიონში რუსული დაპირისპირება მზადდება, ოქტომბერში აბუ-დაბიში გასამართ ივენთზე, შესაძლოა პიოტრ იანმა და უმარ ნურმაგომედოვმა იჩხუბონ.
პიოტრ იანმა საჯაროდ გამოიწვია უმარი, რასაც ამ უკანასკნელმა პასუხი მალევე გასცა. სწორედ მისი პასუხი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ეს ბრძოლა ოქტომბერში შედგება.
პიოტრ იანი - "მინდა ქამარზე კიდევ ერთხელ ვიბრძოლო. ამ მომენტისთვის ტოპ 10 მებრძოლებიდან თითქმის ყველა დაკავებულია. უმარ, იმედია ყველა ნაკაწრი მოირჩინე და მზად ხარ. ვიბრძოლოთ 5 რაუნდი, ბაქოში ან აბუ-დაბიში."
უმარ ნურმაგომედოვის პასუხი - "სიამოვნებით მივიღებ შემოთავაზებას. აბუ-დაბიში, ოქტომბერში."
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს როგორც პიოტრ იანი, ისე უმარ ნურმაგომედოვი ჰყავს დამარცხებული. უმარის რეკორდი MMA-ში 19-1-ზეა, ხოლო პიოტრ იანს კარიერაში 18 გამარჯვება და 5 მარცხი აქვს.