მოჰამედ სალაჰსა და "ლივერპულს" შოორის შეთანხმება მიღწეულია და ეგვიპტელი მერსესაიდულ კლუბში კიდევ 2 წლის განმავლობაში დარჩება. აღნიშნულ ინფორმაცია "ლივერპულის" ოფიციალურმა ვებ გვერდმა დაადასტურა.
ახალი კონტრაქტის მიხედვით სალაჰი "ლივერპულში" 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება და ხელფასის სახით კვირაში 350,000 ფუნტს მიიღებს.
"ახალი კონტრაქტის გაფორმებით ძალიან ბედნიერი ვარ, ლივერპული შესანიშნავი გუნდია და მჯერა, გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ბევრი ტიტული მოვიგოთ. მინდა გულშემატკივრებს ვუთხრა, რომ აქ დარჩენით ბედნიერი ვარ." -განაცხადა სალაჰმა
გეტყვით, რომ სალაჰი "ლივერპულში" 2017 წლიდან თამაშობს, მას შემდეგ ეგვიპტელმა 394 თამაშში 243 გოლის გატანა მოახერხა.