UFC-ის ქართველი მებრძოლის ილია თოფურიას მწვრთნელმა ხორხე კლიმენტმა ესპანურ მედიასთან ისაუბრა, სადაც მას თოფურიასა და არმან ცარუკიანის შესაძლო ჩხუბზე ჰკითხეს.
"რა თქმა უნდა ცარუკიანთან ბრძოლა შესაძლებელია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეს ბრძოლა საჩემპიონო ქამარზე იქნება. ჩვენი უმთავრესი ამოცანა ქამარზე ჩხუბია." - თქვა ილიას მწვრთნელმა.
გეტყვით, რომ არმან ცარუკიანი მსუბუქი დივიზიონის ნომერ პირველი კონტენდერია და მას იანვარში ისლამ მახაჩევთან უნდა ებრძოლა, თუმცა ერთი დღით ადრე ბრძოლას ჩაეხსნა. როგორც ცნობილი ხდება, UFC-ის პრეზიდენტი დენა უაითი ამ ფაქტმა გააბრაზა და თვლის, რომ სომეხმა სპორტსმენმა ქამარზე ბრძოლისთვის გზა თავიდან უნდა გაიაროს.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ დივიზიონი შეიცვალა და ახლა მომდევნო ბრძოლის ჩანიშვნას ელოდება, მისი თქმით UFC-ი საჩემპიონო ბრძოლას დაჰპირდა და დარწმუნებულია, რომ ორგანიზაცია პირობას შეასრულებს.