კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელი ლამინ იამალი მომდევნო სეზონიდან 10 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანურ მედია საშუალება El Chiringuito ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ამჟამინდელი ათიანი ანსუ ფატი სეზონის ბოლოს კატალონიურ გრანდს 100 %-ით დატოვებს, რაც საშუალებას მისცემს ლამინ იამალს მისთვის საყვარელი 10 ნომრიანი მაისური მოირგოს.
შეგახსნებებთ, რომ ლამინ იამალს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 43 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 14 გოლი და 21 საგოლე გადაცემაა.