UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი არიელ ჰელვანის ბოდკასტში იყო მიწვეული, სადაც არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. ქართველი "მანქანა" ასევე ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის შესაძლო ჩხუბსაც შეეხო და განაცხადა, რომ ილია საჩემპიონო ბრძოლას იმსახურებს, თუმცა ისლამი მას გაურბის.
"რა თქმა უნდა, ილია საჩემპიონო ბრძოლას იმსახურებს და მან ეს უნდა მიიღოს. მისი და მახაჩევის ბრძოლა არის ის, რაც ყველას ასე ძალიან აინტერესებს. ეს ბრძოლა უნდა შედგეს, რადგან თოფურიამ ქვემსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა. დარწმუნებული ვარ ყველას გახსოვს პრესკონფერენცია, სადაც ისლამმა სიტყვით მომმართა და უმართან ბრძოლისკენ მომიწოდა (მერაბ პატივს გცემ, მაგრამ როდესაც დივიზიონში ტოპ კონტენდერი გყავს უნდა ეჩხუბო), ახლა კი რას აკეთებს თვითონ? ცდილობს ყველანაირი გზით თავიდან აირიდოს და რამენაირად არ ეჩხუბოს ილიას. ამ ყველაფრის გამო მას არავინ აკრიტიკებს, მე კი, სანამ უმართან ბრძოლას დავთანხმდებოდი ყველანი ჩემზე საუბრობდნენ." -განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ დივიზიონი შეიცვალა და ახლა მომდევნო ბრძოლის ჩანიშვნას ელოდება, მისი თქმით UFC-ი საჩემპიონო ბრძოლას დაჰპირდა და დარწმუნებულია, რომ ორგანიზაცია პირობას შეასრულებს.