ფეხბურთი

17:17 | 11.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ალესანდრო ბონჯორნო გამოაკლდა

„ნაპოლის“ ცენტრალური მცველი ალესანდრო ბონჯორნო გაურკვეველი პერიოდით გამოაკლდა.

იტალიელ ფეხბურთელს ბოლო მატჩი გაუცდა „ბოლონიას“ წინააღმდეგ და როგორც გაირკვა, ტრავმა საკმაოდ სერიოზულია. ალესანდროს ბარძაყი აქვს დაზიანებული და ზუსტი დრო, როცა მოედანზე დაბრუნდება, უცნობია. სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე ის იუქმებს.

ბონჯორნო „ნაპოლის“ დაცვაში მნიშვნელოვანი ფიგურაა, შესაბამისად, ანტონიო კონტეს გუნდისთვის ეს სერიოზული დანაკლისია. მიმდინარე სეზონში იტალიელმა ფეხბურთელმა „აძურის“ მაისურით ჩატარებულ 22 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096632