ფეხბურთი

18:20 | 11.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკი: "ახლა "ბარსელონაში" ბედნიერი ვარ, ნამდვილი ოჯახივით ვართ"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა თავის მომავალზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ის ახლა ბედნიერია, მაგრამ მხოლოდ აწმყოზე ფიქრობს:

„ნამდვილად ვტკბები აქ გატარებული დროით, შესანიშნავი ფეხბურთელები, პერსონალი მყავს. ატმოსფერო ფანტასტიკურია, ოჯახივით ვართ. მომწონს ბარსელონაში ცხოვრება და სავსე ვარ ენერგიით, იდეებით, რომ გავაგრძელო გუნდის გაუმჯობესება.

თუმცა, მე არ ვარ ის მწვრთნელი, რომელიც სამწლიან კონტრაქტს ხელს მხოლოდ იმისთვის აწერს, რომ თავი დაცულად იგრძნოს. მინდა, ამ კლუბში, მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვიმუშაო, ნაბიჯ-ნაბიჯ. ჯერ მხოლოდ პირველი წელია, შემდეგ ვნახოთ. თუ ყველა კმაყოფილი იქნება, ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ მე აწმყოზე ვარ კონცენტრირებული, ბევრი სამუშაო გვაქვს“, - თქვა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ მიმდინარე სეზონში სამი ტიტულისთვის იბრძვის: ლა ლიგას ლიდერობს, ესპანეთის თასის ფინალშია გასული, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მეოთხედფინალური მატჩი 4:0 მოიგო და ნახევარფინალთან ძალიან ახლოსაა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.172519