ჩილეში, ლიბერტადორესის თასის მატჩში, რომელშიც „კოლო კოლო“ და „ფორტალეზა“ ხვდებოდნენ, ტრაგედია მოხდა.
ორი გულშემატკივარი, რომლებიც 13 და 18 წლის იყვნენ, გარდაიცვალა.
სტადიონზე შესვლა დაახლოებით ასამდე გულშემატკივარმა უბილეთოდ სცადა, რამაც სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არეულობა გამოიწვია. საქმეში პოლიცია ჩაერია, რის გამოც სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. ამიტომაც, ჯებირი ჩამოინგრა, რასაც ორი ახალგაზრდა ქომაგის სიკვდილი გამოიწვია. სანტიაგოს პოლიცია მომხდარს უკვე იძიებს.
აღსანიშნავია, რომ მატჩი 65-ე წუთზე შეწყდა და აღარ განახლებულა. ჯერჯერობით, უცნობია კონმებოლი რა გადაწყვეტილებას მიიღებს თამაშის შედეგთან დაკავშირებით.