ფეხბურთი

15:49 | 12.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენი: "ჩემს შესახებ ჭორები ყოველთვის ვრცელდება, საუკეთესო გადაწყვეტილებას მივიღებ"

სტამბოლის „გალათასარაის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

ნიგერიელი თურქეთში იჯარით თამაშობს, ისე კი, ჯერ კიდევ „ნაპოლის“ საკუთრებაშია, რომელიც ზაფხულში ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს. ოსიმენის იტალიაში დარჩენის შანსი არ არსებობს. ოსიმენი კი, ჯერჯერობით, მხოლოდ მიმდინარე სეზონზე ფიქრობს.

„ჩემს შესახებ ჭორები ყოველთვის ვრცელდება, მაგრამ მე აწმყოთი ვცხოვრობ. ახლა ამ ყველაფრით ვტკბები, გულშემატკივრები მხარს წარმოუდგენლად მიჭერენ, არა მხოლოდ მე, ჩემს თანაგუნდელებსაც. ყველასთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას მივიღებ, მაგრამ „გალათასარაი“ ყოველთვის ჩემს გულში დარჩება“, - თქვა ოსიმენმა.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა „გალათასარაის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 33 მატჩში 29 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.151466