ფეხბურთი

22:08 | 12.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერმა“ „კალიარი“ დამაჯერებლად დაამარცხა

იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ინტერი“ და „კალიარი“ შეხვდნენ, „ინტერის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

ანგარიში მე-13 წუთზე „ინტერის“ ფორვარდმა მარკო არნაუტოვიჩმა გახსნა. 26-ე წუთზე მასპინძლების თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა თავისი გუნდის უპირატესობა გააორმაგა. 48-ზე „კალიარის“ ფორვარდმა რობერტო პიკოლიმ ერთი გოლი გაქვითა. 56-ე წუთზე კი გერმანელმა მცველმა იან ბისეკმა „ინტერის" ორბურიანი უპირატესობა აღადგინა.

იტალიის სერია A-ს ტიტულისთვის რბოლაში „ინტერი“ 71 ქულით ლიდერობს. უახლოეს მდევარ „ნაპოლის“ ერთი თამაშით ნაკლები და ექვსი ქულით ნაკლები აქვს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094006