უნგრეთის ჩემპიონატში გიორგი ბერიძემ გოლი გაიტანა. 27-ე ტურში „უიპეშტის“ ქართველმა შემტევმა „დებრეცენი“ დაამწუხრა და თავის გუნდს მოგებაში დაეხმარა - 2:1.
გიორგიმ 67 წუთი ითამაშა, ხოლო ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში, 48-ე წუთზე გახსნა. მასპინძელთა შორის დავით კობოურს არ უთამაშია, თადარიგში დარჩა. ბერიძემ კი, დაბრუნების შემდეგ მეორედ გაიტანა, მანამდე თავი უნგრეთის თასზე გამოიჩინა.
„უიპეშტი“ უნგრეთის ჩემპიონატში 34 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა, ხოლო მომდევნო ტურში 21 აპრილს, „კეშკემეტის“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.