ოთარ კიტეიშვილმა „შტურმს“ ავსტრიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში „ზალცბურგთან“ მოაგებინა - 2:1. ორივე გოლი ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა.
„შტურმმა“ პირველი ტაიმი დათმო, მაგრამ მეორე ნახევარში კიტეიშვილმა გაიბრწყინა, რომელმაც 48-ე წუთზე ანგარიში პენალტით გაათანაბრა, ხოლო 70-ე წუთზე შორი მანძილიდან, მარცხენა ფეხით, ერთი შეხებით, მეტოქის კარის ცხრიანში შეაგდო და ეს გამარჯვების გოლი გამოდგა.
აღსანიშნავია, რომ მატჩს იურგენ კლოპი ესწრებოდა, რომელიც "ზალცბურგში" მუშაობს, ასევე, რალფ რანგნიკი - ავსტრიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში „შტურმის“ მაისურით 12 გოლი აქვს გატანილი, 11 ჩემპიონატში და 1 ჩემპიონთა ლიგაზე. ეს მისი კარიერის საუკეთესო შედეგია, ასევე 12 გოლი 2018 წელს ჰქონდა, როცა „დინამო თბილისის“ მაისურით შეძლო 12-ჯერ თავის გამოჩენა, ხოლო ავსტრიულ კარიერაში ყველაზე შედეგიანი სეზონი აქვს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა.
გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფს 30 ქულით ლიდერობს, მომდევნო ტურში კი, 20 აპრილს, „ლინცს“ შინ დაუპირისპირდება.