„სასუოლო“ ერთწლიანი პაუზის შემდეგ სერია A-ში დაბრუნდა. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც მისმა კონკურენტმა „სპეციამ“ ვერ მოიგო.
სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე „სასუოლოს“ 75 ქულა აქვს, ლიდერია და მესამეადგილოსან „სპეციას“ 16 ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ადგილს ვეღარ ჩამოსცდება და ფაბიო გროსოს გუნდი მომდევნო სეზონში ისევ ელიტაში ითამაშებს, საიდანაც შარშან გავარდა.
თუმცა, „ნეროვერდიმ“ სერია B-დან ძალიან ადვილად შეძლო უკან დაბრუნება, კონკურენტი რეალურად არ ჰყოლია.
მეორე ადგილზე ფილიპო ინძაგის „პიზაა“, რომელიც „სპეციას“ 7 ქულით უსწრებს და წესით, სულ მალე ისიც მოიპოვებს ელიტის საგზურს. მესამე გუნდის ვინაობა კი, უკვე პლეი-ოფიდან გაირკვევა.