ფეხბურთი

11:00 | 14.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"შტურმის" მწვრთნელი: "კიტეიშვილის კლასი აშკარაა"

გრაცის „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ ზაუმელმა „ზალბურგთან“ მატჩის (2:1) შემდეგ ოთარ კიტეიშვილზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ სხვა ფეხბურთელებიც ჰყავთ, რომლებიც გასახდელში გავლენას ახდენენ:

„მისი კლასი აშკარაა. ის ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელიც რთულ მომენტებშიც წინ მიიწევს და გუნდის გაძღოლას ცდილობს. თუმცა, არიან სხვა მოთამაშეებიც, რომლებიც გასახდელს აკონტროლებენ. გუნდში კარგი ნაზავია: ახალგაზრდა, მოტივირებული ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთი შანსისთვის იბრძვიან და გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებიც საუბრობენ“, - თქვა ზაუმელმა.

შეგახსენებთ, ოთარ კიტეიშვილმა „ზალცბურგთან“ დუბლი შეასრულა და „შტურმს“ მოაგებინა. კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში „შტურმის“ მაისურით 12 გოლი აქვს გატანილი, 11 ჩემპიონატში და 1 ჩემპიონთა ლიგაზე. ეს მისი კარიერის საუკეთესო შედეგია, ასევე 12 გოლი 2018 წელს ჰქონდა, როცა „დინამო თბილისის“ მაისურით შეძლო 12-ჯერ თავის გამოჩენა, ხოლო ავსტრიულ კარიერაში ყველაზე შედეგიანი სეზონი აქვს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა.

გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფს 30 ქულით ლიდერობს, მომდევნო ტურში კი, 20 აპრილს, „ლინცს“ შინ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.177349