ფეხბურთი

22:14 | 15.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

კომპანი: "მჯერა ჩემი გუნდის და ფეხბურთელების, ყოველთვის გამარჯვებისთვის ვთამაშობთ"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის წინ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, სჯერა თავისი გუნდის და ფეხბურთელების:

„გვქონდა რამდენიმე რთული სიტუაცია, მაგრამ ყოველთვის გვქონდა ენერგია, რომ შანსები შეგვექმნა და კარგად გვეთამაშა. მჯერა გუნდის და ჩვენი ბიჭების. ამ თამაშის მიმართ დიდი მოლოდინია, იტალიის საუკეთესო გუნდი გერმანიის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ, სტადიონებიც საუკეთესოთა შორისაა. ხარისხი და ნიჭი არცერთ გუნდს აკლია, მთავარია, ჩვენ უკეთ ვითამაშოთ.

გუნდში რწმენა არსებობს, მხოლოდ ერთი თამაში გვაქვს მოგებული, ჩვენ ყოველთვის გამარჯვებისთვის ვთამაშობთ, იმედია, ჩვენი ფანებისთვისაც განსაკუთრებული საღამო იქნება.

ეს ჩვეულებრივი სტადიონი არ არის, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. განსაკუთრებული ატმოსფერო იქნება. გვჯერა ჩვენი ფეხბურთელების, რომ ასეთ მომენტში განსაკუთრებულ თამაშს ჩაატარებენ. ასეთ მატჩებში განსაკუთრებული მოგონებების შექმნა შეიძლება.

თამაში უნდა მოვიგოთ, ეს ჩვენი ჩვეულებრივი ამოცანაა, დაცვაშიც და შეტევაშიც საქმე იდეალურად უნდა შევასრულოთ. ვიცით, რა სჭირდება ასეთ თამაშს. ყველაფერი თავის როლს თამაშობს, მეტოქის თვისებები, ჩვენი თვისებები. საქმე მხოლოდ საწყის წუთებს არ ეხება, 90 ან 120 წუთი შეიძლება იყოს საჭირო. ორივე გუნდს დიდი გამოცდილება აქვს, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე. ყველა ფეხბურთელმა იცის, რა არის საჭირო“, - თქვა კომპანიმ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „ბაიერნის“ მატჩი 16 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.169551