ფეხბურთი

23:22 | 15.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიას გოლი სლოვაკეთის თასზე, "სლოვანი" ნახევარფინალში დამარცხდა

სლოვაკეთის თასის ნახევარფინალში გურამ კაშიას „სლოვანი“ დამარცხდა, მაგრამ ქართველმა მცველმა გოლი გაიტანა.

„სლოვანს“ „სპარტაკ ტრნავასთან“ შინ 2:1 ჰქონდა მოგებული, ხოლო სტუმრად 1:2 წააგო და მერე პენალტების სერიაშიც დამარცხდა. ბრატისლაველთა ერთადერთი გოლი კაშიამ გაიტანა, რომელმაც მეტოქის კარი 39-ე წუთზე დალაშქრა და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა (1:1).

პენალტებში „ტრნავამ“ 4:2 მოიგო და ფინალში გავიდა, ვლადიმირ ვაისის გუნდმა კი, თასის მოგების შანსი დაკარგა, სამაგიეროდ, სლოვაკეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია.

გურამ კაშიამ მიმდინარე სეზონში „სლოვანის“ მაისურით ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09708