„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგაზე „დორტმუნდთან“ მარცხის (1:3), მაგრამ ნახევარფინალში გასვლის შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, მთავარი ისაა, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდნენ და წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს.
„დღეს საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ, მაგრამ ეს „დორტმუნდის“ დამსახურებაც იყო, რომელმაც ნამდვილად კარგად ითამაშა. ის, რასაც გუნდმა ბოლო პერიოდში მიაღწია, ფენომენალურია. ახლა ერთი ნაბიჯით წინ ვართ, მაგრამ დასასრულისგან ჯერ კიდევ შორს ვართ.
ნახევარფინალში ვართ, ორი თამაშის ჯამში, შედეგი ასეთია და მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავედით. „დორტმუნდი“ შესანიშნავი გუნდია, ცხოვრება ძალიან გაგვირთულა, მაგრამ ნახევარფინალში გავედით და მთავარი ესაა“, - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ 2025 წელს პირველად დამარცხდა, ხოლო ნახევარფინალში „ბაიერნს“ ან „ინტერს“ დაუპირისპირდება.