UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ ხაბიბ ნურმაგომედოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სოციალური ქსელ X-ის საშუალებით უპასუხა.
როგორც იცით, გუშინ ხაბიბის მიერ გაკეთებული განცხადება გამოქვეყნდა, სადაც UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ისლამ მახაჩევის სამომავლო გეგმებზე საუბრობს. მისი თქმით, ისლამისთვის არმან ცარუკიანი უფრო უფრო სერიოზული და კონკურენტ უნარიანი მოწინააღმდეგე იქნება ვიდრე ილია თოფურია. "არწივმა" ისიც თქვა, რომ ისინი დაბალი წონის მებრძოლებს მეტ შანსს აღარ მისცემენ, ამიტომ თოფურიამ ვინმე უნდა დაამარცხოს, რომ მახაჩევთან ჩხუბი დაიმსახუროს.
ილია თოფურიამ ხაბიბის ამ განცხადებას საკუთარ გვერდზე განთავსებული პოსტის საშუალებით უპასუხა:
"ხაბიბმა იცის, რომ მე ვარ ის ერთადერთი ვინც ისლამს ქამარს წაართმევს, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მას არ სურს, რომ ისლამმა ჩემთან იჩხუბოს." - დაწერა თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ქვემსუბუქი დივიზიონის ქამარი დათმო და ზედა წონაში გადაინაცვლა, სადაც მომავალი ჩხუბის ჩანიშვნას ელოდება. როგორც "ლეგენდამ" განაცხადა, UFC-ი მას საჩემპიონო ორთაბრძოლას დაჰპირდა და ამ პირობის შესრულების იმედი აქვს.