ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში "ასტონ ვილამ" საკუთარ მოედანზე პსჟ-ს უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა, მიუხედავად გამარჯვებისა ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე პარიზელები გავიდნენ.
აღნიშნული დაპირისპირება სახალისო მომენტით დაიწყო, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მაგივრად, "ვილა პარკზე" ევროპა ლიგის ჰიმნი ჩაირთო.
ამ ფაქტს გამოეხმაურა "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი ჯეიმი კარაგერი, რომელმაც ყოფილ მანჩესტერ "იუნაიტედის" ფეხბურთელ მარკუს რაშფორდს დასცინა.
"შეხედეთ რაშფორდს, მისთვის ახალი არაფერი მომხდარა, ის მიჩვეულია ევროპა ლიგის ჰიმნს." - დაწერა კარაგერმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ჯეიმი კარაგერი ხშირად დასცინის მანჩესტერს და მის ფეხბურთელებს. და რაშფორდზე გაკეთებული განცხადებაც სწორედ ამისკენ იყო მიმართული.