ფეხბურთი

12:29 | 16.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

უსმან დემბელე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მაგრამ ჯილდოს მიღებაზე უარს ამბობდა (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში "ასტონ ვილამ" საკუთარ მოედანზე პსჟ-ს უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა, მიუხედავად გამარჯვებისა ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე პარიზელები გავიდნენ.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი პარიზელთა მხრიდან უსმან დემბელე გახდა, რომელმაც თავდაპირველად სპეციალურად განკუთვნილ ჯილდოს მიღებაზე უარს ამბობდა, თუმცა მოგვიანებით დათანხმდა.

ამ ფაქტმა გულშემატკივრებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ თუ ვინმე იყო საუკეთესო მოედანზე, ეს ჯანლუიჯი დონარუმა გახლდათ და ეს ჯილდო სწორედ მას უნდა მიეღო.

შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენის" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "რეალისა" და "არსენალის" წყვილში გამარჯვებული იქნება.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.0955