„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა აშრაფ ჰაკიმიმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ასტონ ვილასთან“ მატჩის (2:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მაროკოელმა ფეხბურთელმა თამაში შეაფასა და განაცხადა, რომ არ აინტერესებთ თუ, ვინ იქნება მათი მეტოქე ნახევარფინალში.
"გამარჯვებით და გატანილი გოლით ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ გუნდის გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე. "არსენალი" თუ "რეალი" ? სიმართლე, რომ გითხრათ ჩვენ არ გვაინტერესებს თუ, ვინ იქნება ჩვენი მოწინააღმდეგე. ჩვენ მზად ვართ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად. ყოველთვის საკუთარ თავზე დამოკიდებული უნდა იყო, ამიტომ არ გვაინტერესებს ვინ იქნება მოწინააღმდეგე." - განაცხადა ჰაკიმიმ.
ცნობისთვის, ჰაკიმის მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 20 საგოლე მოქმედება დაუგროვდა. მაროკოელის ანგარიშზე 6 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.
შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენის" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "რეალისა" და "არსენალის"
წყვილში გამარჯვებული იქნება.