ფეხბურთი

13:49 | 16.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალთან" მატჩის წინ, UEFA-მ "რეალის" მოთხოვნა დააკმაყოფილა

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართება, სადაც მადრიდის "რეალი" საკუთარ მოედანზე ლონდონის "არსენალს" უმასპინძლებს.

აღნიშნული მატჩის წინ, მადრიდულმა კლუბმა UEFA-ს თხოვნით მიმართა, რათა ნება დაერთოთ "სანტიაგო ბერნაბეუს" გადახურვის, რაზეც ოფიციალური თანხმობა მიღეს.

ამ მოთხოვნის მიზეზი გახლდათ ის, რომ მადრიდელთა ხელმძღვანელობის აზრით გადახურულ სტადიონზე გულშემატკივარი უფრო, მაგარ ატმოსფეროს შექმნიან. ეს ყველაფერი კი, გუნდს მოტივაციაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ "არსენალისა" და "რეალის" პირველი შეხვედრა "მეთოფეთა" გამარჯვებით 3:0 დასრულდა. დღევანდელი მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.102009