სხვა

14:37 | 16.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურია: "სატიტულო ბრძოლის გარდა სხვა ვარიანტი არ განიხილება"

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი. "ლეგენდამ" მკაფიოდ დააფიქსირა, რომ სატიტულო ბრძოლის გარდა სხვა ვარიანტებს არ განიხილავს.

"ქამარზე ჩხუბი ზაფხულში მინდა, მაგრამ თუ ეს არ გამოვა, მზად ვარ შემოდგომამდე მოვიცადო. სატიტულო ბრძოლის გარდა, სხვა ვარიანტები არ განიხილება." - განაცხადა ილია თოფურიამ.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ქვემსუბუქი დივიზიონის ქამარი დათმო და ზედა წონაში გადაინაცვლა, სადაც მომავალი ჩხუბის ჩანიშვნას ელოდება. როგორც "ლეგენდამ" განაცხადა, UFC-ი მას საჩემპიონო ორთაბრძოლას დაჰპირდა და ამ პირობის შესრულების იმედი აქვს.

0.091395