ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში "რეალმა" სტუმრად "ალავესი" მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა და "ბარსელონასთან" ოთხქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა.
მატჩის 38-ე წუთზე "რეალის" ვარსკვლავმა კილიან მბაპემ "ალავესის" ფეხბურთელის ანტონიო ბლანკოსის წინააღმდეგ იუხეშა, რის გამოც მთავარმა მსაჯმა ფრანგს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ესპანეთის ფედერაციის სადისწიპლინო კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც ფრანგ ფეხბურთელს მხოლოდ ერთი მატჩის გამოტოვება მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი ვერსიით შესაძლებელი იყო, რომ მბაპეს 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიეღო, თუმცა შეხვედრის მთავარი მსაჯის სესარ სოტო გრადოს განმარტებით, ფრანგი ფეხბურთელი ბურთზე თამაშს ცდილობდა. ამ ყველაფერმა, კილიანი 5 შეხვედრის გამოტოვებისგან იხსნა.
"რეალი" მომდევნო მატჩს ლა ლიგის ეგიდით 20 აპრილს "ატლეტიკ ბილბაოსთან" გამართავს.