ფეხბურთი

17:15 | 16.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი: "ეს წაგება ჩვენი ახალგაზრდებისთვის გაკვეთილი უნდა იყოს"

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა რობერტ ლევანდოვსკიმ „დორტმუნდთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს მარცხი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის გაკვეთილი უნდა იყოს:

„ეს წაგება ჩვენი ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის გაკვეთილი უნდა იყოს. ჩემპიონთა ლიგა, ჩემპიონთა ლიგაა, საჭიროა, ყოველთვის 100%-ის გაცემა, არა 90 ან 95%-ს“, - თქვა ლევანდოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 2019 წლის შემდეგ პირველად გავიდა, სადაც „ინტერს“ ან „ბაიერნს“ შეხვდება.

0.096906